ჩინური ენის კურსები პეკინში
ოფიციალური: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
· ჩინური: Zhonghua Renmin Gongheguo.
· ეტიმოლოგია: ევროპულ ენებში სახელი Chine, China, Cina მომდინარეობს ცინის დინასტიისაგან. თვით ჩინელები თავის ქვეყანას უწოდებენ (ჩუნგო), რაც „შუა სახელმწიფოს“ ნიშნავს.
· ქვეყნის კოდი: CN.
ქვეყანა აზიაში, უკავია კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი, ჩრდილოეთი კორეა, მონღოლეთი.
· ფართობი: 9.597.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 14,000 კმ; სახმელეთო - 20,000 კმ.
· ბუნება: ორი მესამედი მთებსა და უდაბნოებს (მათ შორის გობის უდაბნო) უჭირავს. გეოგრაფიული რაიონები - აღმოსავლეთი ჩინეთი, ტიბეტის ზეგანი, კუნლუნის მთები და ჰიმალაები, ტარიმის და ჯუნგარის აუზები, შიგა მონგოლეთის პლატო, მანჯურია, ხუანხეს და იანძის აუზები; უმაღლესი მწვერვალი – ჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ტიბეტში (8.848 მ). მდინარეები (კმ) – იანძი 5.500; ხუანხე 4.700; ამური 4.300; მეკონგი 4.200 კმ; ტბები (კვ.კმ) - ცინხაი-ჰუ 4.000, დონტინ-ჰუ 3.100, ლოპ-ნორი 2.500, ჰულუნ-ნორი 2.400, ტაი-ჰუ 2.240; კუნძული - ჰაინანი 33.670 კვ.კმ; კლიმატი - სხვადასხვა (ჰიმალაების, პოლარული, კონტინენტური, ზომიერი, ტროპიკული).
· ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ვერცხლისწყალი, კალა, ვოლფრამი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი, ტყვია, თუთია, ურანი, მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსები.
· სახელმწიფო სისტემა: სოციალისტური რესპუბლიკა.
· სახელმწიფოს მეთაური: თავმჯდომარე ჰუ ძინტაო (HU Jintao, 2003-დან).
· საკანონმდებლო ორგანო: სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრება (2985 წევრი, მსოფლიოში უდიდესი პარლამენტი).
ადმინისტრაციული დაყოფა
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 23 პროვინცია (sheng - მათ შორის ტაივანი), 5 ავტონომიური რეგიონი (zizhiqu), 4 მუნიციპალიტეტი (shi), 2 სპეციალური ავტონომიური რეგიონი (ჰონკონგი და მაკაო).
ტაივანი – გუანსი-ჯუანი – შიგა მონღოლეთი – ნინსია-ხუეი – სინძიანი – ტიბეტი – ჰონკონგი – მაკაო
დემოგრაფია
ჩინეთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში.
· მოსახლეობა: 1.321.451 ათასი (2007), მათ შორის - ჩინელები - 92%. ეროვნული უმცირესობებია ტიბეტელები, უიღურები, ჩჟუანგები და მონღოლები.
· ენები: სტანდარტული ჩინური (მანდარინი), ჩინური დიალექტები: კანტონის (იუე), შანხაის (ვუ), ფუჯოუს (მინბეი) და სხვა.
· ქალაქები: პეკინი (6.619; აგლომ. 9.376); შანხაი (9.005; აგლომ. 12.040), ტიანძინი (4.333; აგლომ. 6.809), შენიანი (3.574; აგლომ. 6.473), უხანი (3.960; აგლომ. 4.496), გუანჯოუ (3.474; აგლომ. 5.280), ხარბინი (2.905; აგლომ. 4.493), სიანი (2.642; აგლომ. 2.988), ჩუნცინი (2.370; აგლომ. 7.039).
ეკონომიკა
· ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 1.055 მლრდ $ (მე-7 ადგილი); 1 სულზე - 860 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 19, მრეწველობა 49, მომსახურება 32.
· ექსპორტი: ჩაი, ხორცის პროდუქტები, შალი და ბამბა, ნავთობი, მინერალები, ქიმიკატები, მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია. ჩინეთი მარცვლეულის, ბრინჯის, ბამბის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
დედაქალაქი : პეკინი
უდიდესი ქალაქი : შანხაი
ოფიც. ენები: ჩინური
მთავრობა სოციალისტური რესპუბლიკა - პრეზიდენტი ჰუ ძინტაო - პრემიერი ვენ ძიაბაო