Office: (+995 32 ) 953492 Mobile: (+995 99) 398239
Golden Bridge

Connecting People and Cultures

GEO ENG RUS
Golden Bridge London Palace of Westminster London Prague Prague View Sydney Skyline at dusk United Kingdom UK BuildUp Your Future United States of America Vancouver Canada Windsor Castle Upper Ward Quadrangle

Study in UK Cambridge ESOL Exam Preparation Centre English UK partner agency Find us on Facebook

საზაფხულო აკადემია ჩრდილოეთ კვიპროსში

გაცნობებთ  რომ კვიპროსის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიწყო სტუდენტების რეგისტრაცია   2018 წლისთვის საზაფხულო აკადემიაში სასწავლებლად.

აღნიშნული პროგრამა ფუნქციონირებს 2018 წლის ივლისის და აგვისტოს თვეებში. პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტში სტუდენტები შეისწავლიან ინგლისურ ენას, გაეცნობიან ჩრდილოეთ კვიპროსის კულტურას, დაესწრებიან საზაფხულო ფესტივალებს და კონცერტებს, ასევე ორგანიზებული იქნება ექსკურსიები ღირშესანიშნაობების  გასაცნობად.

ძირითადი ინფორმაცია პროგრამის შესახებ :

პროგრამის ღირებულება: -  2 კვირიანი  კურსის  ღირებულება 695 ევრო  +  150 ევრო ( დეპოზიტი- პროგრამის დასრულების შემდეგ ეს თანხა გიბრუნდებათ)

ყოველი შემდგომ დამატებული კვირის ღირებულება 290 ევრო.

პროგრამის ღირებულებაში შედის : ინგლისური ენის კურსი, საცხოვრებელი, კვება , ექსკურსიები, სპორტული დარბაზით სარგებლობა, ოკეანის სანაპიროზე მგზავრობა, გასართობი ღონისძიებები.

პროგრამის ვადები:  პირველი ნაკადი - 26 ივნისი  2018 წ.-  შემდგომი ნაკადი ყოველ კვირა დღეს.  კურსის დაწყების თარიღი- 27 ივნისი 2018 წ.

ბოლო ნაკადის მიღება - 18 აგვისტო 2017 წ.

წლოვანება:   10 წლის   და ზევით  შეუზღუდავად

სწავლების ადგილი:  ჩრდილოეთ  კვიპროსი,  ქალაქი ლეფკოშა  ( ნიკოსია - თურქეთის ნაწილი)

სწავლება, ცხოვრება, კვება  უნივერსიტეტის სასტუმროს ბაზაზე.

საცხოვრებელი:  ოთახში ერთი სტუდენტი, ოთახში არის მინი-მაცივარი, კონდენციონერი, ტელევიზორი, ტელეფონი, საკაბელო ინტერნეტი, აბაზანა.

კვება:   სამჯერადი  კვება

სასწავლო პროცესი:  კურსების ხანგრძლივობა  კვირაში 20-25 აკადემიური საათი

სტუდენტს  თავად შეუძლია გააკეთოს არჩევანი :  აირჩიოს (General English) ან IELTS -ის მოსამზადებელი კურსი.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის ორგანიზებული იქნება ექსკურსიები კუნძულის  სხვადასხვა ქალაქებში,  გასვლები ოკეანის სანაპიროზე, გასართობი პროგრამები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.

პროგრამის ღირებულებაში ავიაბილეთის ფასი არ შედის.

ვიზა:  ვიზას სტუდენტი ღებულობს კვიპროსის აეროპორტში ჩასვლისას (  აეროპორტი ერდჯანი)  უნივერსიტეტიდან  მიღებული მოწვევის საფუძველზე ვიზა უფასოა 90 დღის მანძილზე .

GOLDEN BRIDGE is pleased to offer academic programs at THE CYPRUS INTERNATIONAL UNIVERSITY in North Cyprus. Click HERE for details.