სასწავლო და სტაჟირების პროგრამები ჩეხეთში
ბაკალავრიატი, მაგისტრატურა ( რუსულ ენაზე )
ბაკალავრიატი, მაგისტრატურა ( ინგლისურ ენაზე )
· ოფიციალური: ჩეხეთის რესპუბლიკა.
· ეროვნული: Čechy; Česká republika.
· ეტიმოლოგია: წარმოსდგება ძირითად მოსახლეთა ეთნონიმისაგან. ლათინური სახელი Bohemia, ისევე როგორც გერმანული Böhmen ეწოდა კულტური ტომების ბოიას მიხედვით, რომლებიც აქ ძვ. წ. II საუკუნიდან ცხოვრობდნენ.
ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: პოლონეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, გერმანია. ფართობი - 78.866 კვ.კმ.
სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Vaclav KLAUS (2003).
- მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (81+200 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 13 მხარე (kraj) და დედაქალაქი (hlavni mesto).
დემოგრაფია
- მოსახლეობა - 10,506,813 (2009), მათ შორის 98% ჩეხები, 13% მორავიელები, 3,5% სლოვაკები.
- სახელმწიფო ენა : ჩეხური.
- რელიგია - კათოლიციზმი.
- დედაქალაქი - პრაღა (1.170 ათასი).
- ქალაქები - ბრნო (376), ოსტრავა (318), პლზენი (165), ოლომოუცი (103), ლიბერეცი (100) .
ეკონომიკა
- რესურსები - ქვანახშირი, თიხა, გრაფიტი, საშენი ხე-ტყე.
- ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 54 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 5.560 $.
- ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, სატრანსპორტო მოწყობილობანი, ქიმიკატები, რკინა, ფოლადი, მინა.
- ვალუტა - ჩეხური კრონა (CZK);
ისტორია
1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია „ხავერდოვანი რევოლუციის“ გზით მშვიდობიანად გაიყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ - ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთის რესპუბლიკად. 2003 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო ყოფილი დისიდენტი და დრამატურგი ვაცლავ ჰაველი. 1999 წელს ქვეყანა |ნატოში შევიდა, ხოლო 2004 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. დასავლეთის კრიტიკის ობიექტად დღემდე რჩება ბოშური უმცირესობის საკითხი, რომელთა შორის ძალიან მაღალია სიღარიბის, უმუშევრობის და განათლების დონე.
მემკვიდრეობა
- პრაღა - ისტორიული ცენტრი (XIII — XVII სს.), კარლის ხიდი (XIV ს.), პრაღის სასახლე (XV ს.), წმ. ვიტის ტაძარი (XIV ს.), რატუშა XIV ს.;
- ბრნო - წმ. პეტრესა და პავლეს ტაძარი (XV ს.), რატუშა (XVI ს.);
- პლზენი - წმ. ბართლომეს ეკლკსია (XIII ს.), რატუშა (XVI ს.);
- ჩესკი კრუმლოვი - ისტორიული ცენტრი;
- კუტნა ჰორა - შუასაუკუნეების ვერცხლის ქალაქი;
- ტელჩი - ძველი ქალაქი .
ცნობილი ჩეხები
- პოლიტიკოსები - გუსტავ ჰუსაკი, ვაცლავ ჰაველი;
- მწერლები - კარელ ჩაპეკი, იაროსლავ ჰაშეკი;
- კომპოზიტორები - ანტონინ დვორჟაკი, ბედრჟიხ სმეტანა;
- რეჟისორი - მილოშ ფორმანი;
- სპორტსმენები : ემილ ზატოპეკი (მძლეოსნობა), ვერა ჩასლავსკა (ტანვარჯიში), ვერა მენჩიკი (ჭადრაკი), ივან ლენდლი, მარტინა ნავრატილოვა, იანა ნოვოტნა, მარტინა ჰინგისი (ყველა ჩოგბურთი); იარომირ იაგრი (ჰოკეი).
ჩეხეთთან არის დაკავშირებული მადლენ ოლბრაიტის (აშშ-ს სახელმწიფო მდივანი), ზიგმუნდ ფროიდის, ფრანც კაფკას, ვილჰელმ სტეინიცის (მოჭადრაკე) სახელები.