ინგლისური ენის კურსები GOLDEN BRIDGE- ში
ინგლისური ენის ცოდნა უკვე დიდი ხანია ცხოვრების ნორმად იქცა. მის გარეშე რთულია წარმოიდგინო არა მარტო კარიერის შექმნა, არამედ იმ გარემოში ცხოვრებაც კი სადაც ყოველ ნაბიჯზე გვხვდება "Sale", "Business", "Fun", "Update", "Chat"- და მრავალი სხვა, რომელთა ჩამოთვლა შეიძლება უსასრულოდ.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ ინგლისური ენის შესწავლა, ამ შემთხვევაში თქვენს წინ აუცილებლად დადგება საკითხი: რომელი ინგლისური ენის კურსი აირჩიოთ, რადგან სწორი არჩევანი წარმატებული და ეფექტური სწავლების საწინდარია.
ჩვენი კურსები დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი ადგილი, როგორც სკოლაში, გიმნაზიასა თუ კოლეჯში ასევე თანამედროვე საქმიან სფეროში.
სწავლების დაწყებამდე ყოველი თქვენთაგანი გაივლის უფასო ტესტირებას, რომლის საშუალებით განისაზღვრება თქვენი ცოდნის დონე რის შემდეგაც თქვენთვის შევარჩევთ ეფექტურ კურსს და შესაბამისად ინგლისური ენის ათვისების უფრო სწრაფ და საფუძვლიან გზას.
რაში მდგომარეობს Golden Bridge- ში ინგლისური ენის შესწავლის უპირატესობა?
* ჩვენ ერთნაირ ყურადღებას ვაქცევთ ყველა ასპექტს: გრამატიკას, ლექსიკას,ზეპირ მეტყველებას, სმენით ათვისებას, კითხვასა და წერას.
*ჟგუფები იქმნება მოსწავლეების ცოდნის დონის შესაბამისად.
*სწავლის დაწყება შეიძლება ნებისმიერი ეტაპიდან.
*კურსებში ინტეგრირებულია მომზადება საერთაშორისო გამოცდებისათვის შემდგომში საერთაშორისო სერტიფიკატის მისაღებად.
ვინ ასწავლის ინგლისურ ენას?
ენა- "ცოცხალი ორგანიზმია", რომელიც მუდმივად განიცდის ცვლილებებს.
კურსებს ხელმძღვანელობს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგი, რომელსაც აქვს დიდ ბრიტანეთში სწავლის და სტაჟირების დიდი გამოცდილება. ეს არის ახალგაზრდა და ენერგიული პედაგოგი, რომელიც მუდმივად არის ყველა ცვლილებების კურსში და სიამოვნებით შეაქვს სიახლეები სწავლის მეთოდებში.
Cambridge ESOL
*კემბრიჯის უნივერსიტეტი საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდების შექმნაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციაა.
*კემბრიჯის გამოცდებს ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.
*მთელს მსოფლიოში 13 000-ზე მეტი დამსაქმებელი, კოლეჯი თუ უნივერსიტეტი და სამთავრობო ორგანიზაცია ენდობა კემბრიჯის საერთაშორისო კვალიფიკაციას.
*კემბრიჯის გამოცდები ამოწმებს აპლიკანტის მოსმენის, კითხვის, ლაპარაკისა და წერის უნარებს.
*კემბრიჯის გამოცდები საუკეთესო საშუალებაა მსურველთათვის ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად. ეს გამოცდები ასევე გამოიყენება კოლეჯში ან უნივერსიტეტში ჩაბარების, კარიერული წინსვლის, სამოგზაურო და სხვა მიზნებისათვის.
*კემბრიჯის სასერტიფიკაციო/საკვალიფიკაციო გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა, სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით, არის ის, რომ მისი სერტიფიკატი უვადოა.
*კემბრიჯი გთავაზობთ სხვადასხვა დონის გამოცდებს ინგლისურ ენაში, რომლებიც შეესებამება უცხოური ენის საერთო ევროპულ სტანდარტებს, დაწყებული A1 დონიდან უმაღლეს C2 დონემდე.
სასწავლო-მეთოდური მასალები:
სწავლებას საფუძვლად უდევს ოქსფორდის უნივერსიტეტის სასწავლო კურსი. ჩვენ ავირჩიეთ ეს კურსი, რადგან სახელმძღვანელოები შექმნილია წამყვანი ბრიტანელი სპეციალისტების მიერ, ინგლისურის როგორც უცხო ენის სწავლების სფეროში და განაპირობებენ ცოცხალი თანამედროვე ინგლისური ენის შესწავლას.
ეს მეთოდი ხელს უწყობს ინგლისურ ენაზე ფიქრს, სწავლას მშობლიური ენის, როგორც საყრდენის გამოყენების გარეშე.
ეს არის სწრაფად და შეცდომების გარეშე საუბრის შესწავლის ერთადერთი საშუალება.
ნებისმიერ დონეზე სწავლა დაკავშირებულია საუბრის პრაქტიკასთან და აუდიო მასალების მოსმენასთან. ეს განაპირობებს გამოთქმის მუდმოვ კონტროლსა და კორექციის მაღალი დონეს.
მთელი გრამატიკული მასალა მუშავდება და მაშინვე ხდება მისი გამოყენება პრაქტიკაში რეალური ურთიერთობების პირობებში.
ინგლისური ენის რომელ კურსებზე შეგილიათ ჩაეწეროთ?
1. General English (in small groups): 1 hour X 2 times/week = 240 GEL a month
2. General English (one-to-one lessons): 1 hour X 2 times/week = 280 GEL a month
3. General English (one-to-one lessons): 1 hour X 3 times/week = 420 GEL a month
4. Business English (one-to-one lessons): 1 hour X 2 times/week = 280 GEL a month
5. One-to-One English: 35 GEL/lesson (1 hour)
6. IELTS Preparation: 1 hour X 3 times/week = 420 GEL a month
ყურადღება:
კურსის ღირებულებაში შედის უფასო ტესტირება და სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებზე გაიცემა შესაბამისი დონის სერტიფიკატები.
If you are interested in taking either the Secondary Level English Proficiency Test (SLEP) or Diagnostic English Language Test (DELT) and receiving a CERTIFICATE you should click HERE.