Office: (+995 32 ) 953492 Mobile: (+995 99) 398239
Golden Bridge

Connecting People and Cultures

GEO ENG RUS
Golden Bridge London Palace of Westminster London Prague Prague View Sydney Skyline at dusk United Kingdom UK BuildUp Your Future United States of America Vancouver Canada Windsor Castle Upper Ward Quadrangle

Study in UK Cambridge ESOL Exam Preparation Centre English UK partner agency Find us on Facebook

ინგლისური ენის კურსები ირლანდიაში

ireland_photo

Ireland

ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა ირლანდიის რესპუბლიკა; ირლანდიულად - Eire; Poblacht na h'Eirean; ინგლისურად - Republic of Ireland. სახელი “ირლანდია” უკავშირდება პროტო-კელტურ სიტყვას Iweri, რაც ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს. მისი ლათინური სახელია Hibernia, უელსური - Iwerddon, ბრეტონული - Iwerzhon. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ირლანდიელთა წინაპრების კავშირს პირენეის ნახევარკუნძულის უძველეს მოსახლეებთან - იბერიელებთან. სახელის ეროვნული ფორმა Eire გელურ ენაზე “ქვეყნის” შესატყვისია.


IrelandMapქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულზე. ფართობი - 70 273 კმ². სახმელეთო საზღვარი გააჩნია დიდ ბრიტანეთთან.დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, კუნძულ დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფილია ირლანდიის ზღვითა და წმინდა გიორგის სრუტით. კუნძული პოლიტიკურად 1921 წელს ორად გაიყო, როდესაც ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ოლსტერის გარდა ყველა პროვინციამ მიიღო დამოუკიდებლობა.


გეოგრაფიული თვალსაზრისით, ქვეყანა განლაგებულია ლაბრადორის ნახევარკუნძულის, სამხრეთ ალასკისა და სამხრეთ კამჩატკის განედზე, თუმცა კუნძულოვანი მდებარეობისა და გოლფსტრიმის თბილი დინების გავლენით ზღვიური ტიპის კლიმატია ჩამოყალიბებული.წლიური ტემპერატურული ამპლიტუდა არაა მაღალი და 15°-ს შეადგენს. ზაფხული გრილია, ნალექიანი. საშუალო ტემპერატურა +18 - +20 °C. ზამთარი ნაკლებად ყინვიანია, საშუალო ტემპერატურა - +8 °C. დაფიქსირებული აბსოლუტური ტემპერატურული მაქსიმუმი აღინიშნა 1887 წლის ივნისში, +33.3 °C.მსგავსად მეზობელი დიდი ბრიტანეთისა, ირლანდიაში ხშირია ატმოსფერული ნალექები, ძირითადად - წვიმის სახით. ნალექების საშუალო რაოდენობა 750-1000 მმ შორის მერყეობს.


ირლანდია არ წარმოადგენს მაღალმთიან ქვეყანას. მისი უმაღლესი მწვერველი - კარანტუოჰილი ზღვის დონიდან სულ რაღაც 1041 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს იკავებს ვაკე-დაბლობები, რომელიც გარშემორტყმულია სხვადასხვა მთიანი სისტემებით: მაკგილიკადი, უიკლოუ, მორნი, ბლუსტეკი და ა.შ. ირლანდიის გეოლოგიურ განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გამყინვარებამ, რომლის ნარჩენი გეომორფოლოგიური ერთეულები ახლაც უხვად გვხვდება კუნძულის ტერიტორიაზე.


ქვეყნის შიდა წყლების ქსელი კარგადაა განვითარებული. მდინარეები განეკუთვნებიან ატლანტის ოკეანისა და ირლანდიის ზღვის აუზებს. უდიდესი მდინარეა შენონი, რომლის სიგრძე 360 კმ - ს შეადგენს. იგი გაედინება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. მდინარე თავის გასწვრივ წარმოშობს რამდენიმე ტბას (ლოჰ-ალენი,ლოჰ-რი,ლოჰ-დერგი). სხვა მდინარეებიდან აღსანისნავია ლიფლი, ბლექუოთერი, ბენი, ბოინი და ა.შ. ირლანდია მდიდარია ტბებითაც, რომელთაც აქ ”ლოჰებს” (lough) უწოდებენ. უდიდესი ტბაა ლოჰ-კორიბი (სარკის ფართობი176 კვ.კმ),ასევე - ლოჰ-დერგი. ირლანდიისთვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით დაჭაობებული ტერიტორიების არსებობა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის 1/6-ს იკავებენ.


Dublinირლანდიის სანაპირო ხაზი საკმაოდ დანაწევრებულია, შედეგად გვაქვს დიდი რაოდენობით ყურეები, სანაპირო კუნძულები, მცირე ნახევარკუნძულები. ყურეებში მდებარეობს მნიშვნელოვანი პორტები, მაგ. დუბლინი - დუბლინის ყურეში, კორკი - ანალოგიური სახელწოდების უბეში და ა.შ. მიმდებარე მცირე კუნძულებიდან აღსანიშნავია აჩილი, არანი, ვალენსია.


სასარგებლოწიაღისეულიდან მოიპოვება თუთია, ტყვია, ბუნებრივი აირი, ბარიტი, სპილენძი, თაბაშირი, კირქვა, დოლომიტი, ტორფი, ვერცხლი.

ირლანდია 1937 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად წარმოადგენს საპარლამენტო რესპუბლიკას, სადაც სახელმწიფოს მეთაურს წარმოადგენს ქვეყნის პრეზიდენტი (ირლ. Uachtarán na hÉireann). პრეზიედნტს ირჩევენ საერთო არჩევნების შედეგად, 7 წლის ვადით. კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს 20 წევრს ან არანაკლებ 4 საგრაფს წარმომადგენლებს. პრეზიდენტი წარმოადგენს უმაღლეს მთავარსარდალს, ასევე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს (ირლ. Taoiseach). ამჟამინდელი პრეზიდენტია მერი მაკელისი (Mary McAleese, 1997 წლიდან). პრემიერ-მინისტრი ინიშნება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნული პარლამენტის (Oireachtas) წარდგენით. ძირითადად წარმოადგენს მმართველი პარტიის ლიდერს. პრემიერი ასევე აყალიბებს მინისტრთა კაბინეტს. დღესდღეობით პრემიერ-მინისტრია ბრაიან კოუენი.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული პარლამენტია (Oireachtas), რომელიც ორი პალატისგან შედგება. ზედა პალატაში (Seanad Éireann) წარმოდგენილია შერეული მეთოდით არჩეული სამოცი წევრი, რომელთაგან ნაწილს ნიშნავს პრემიერი, ნაწილს - ზოგიერთი ირლანდიური უნივერსიტეტი და ნაწილს - ქვედა პალატის წევრებისგან შერჩეული სპეციალური კომისია. ქვედა პალატას (Dáil Éireann) გაცილებით მეტი ძალაუფლება გააჩნია. მის 166-ვე წევრს პროპორციული წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემის მეშვეობით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევენ.


ირლანდიის რესპუბლიკა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული თვალსაზრისით იყოფა 4 რეგიონად (მუნსტერი, კონოტი, ლენსტერი, ოლსტერი), რომელბიც ამავე დროს ქვეყნის ტრადიციულ პროვინციებს წარმოადგენენ და 26 საგრაფოდ (counties).


პოლიტიკური პარტიები
ამჟამად ქვეყნის უმსხვილეს და მმართველ პარტია ფიანა-ფეილია (ირლანდიის რესპუბლიკური პარტია), რომლის წევრებსაც წარმოადგენენ ირლანდიის ბოლო ორი პრემიერ-მინისტრი - ბრაიან კოუენი და ბერტი აჰერანი. ფიანა-ფეილი იდეოლოგიური თვალსაზრისით ლიბერალური კონსერვატიზმის მიმართულებისაა, რომელსაც მკვეთრად ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვს კონკრეტულ საკითხებზე (მაგ. ირლანდიური ენის სტატუსი, ქვეყნის ერთიანობა და ნეიტრალიტეტი). ამასთან, ბოლო პერიოდში ითვალისწინებს მსხვილი ეკონომიკური ინტერესთა ჯგუფების აზრსაც.[5] დღესდღეობით, ფიანა-ფეილი ირლანდიის მწვანეებთან და პროგრესულ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად ქმნის სამთავრობო კოალიციას. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია ფინა-გაილი, ირლანდიის ლეიბორისტული პარტია, შინ-ფეინი (ეს უკანასკნელი წარმოადგენს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (IRA) პოლიტიკურ ფრთას და ძირითადად ჩრდილოეთ ირლანდიაში მოქმედებს) და ა.შ.


ადმინისტრაციული დაყოფა
დემოგრაფია
ირლანდიის მოსახლეობა 2009 წლის შეფასებით შეადგენდა 4,2 მლნ. კაცს
შედარებით მჭიდროდ დასახლებულია დუბლინის აგლომერაცია, ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთი საგრაფოები, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 50-100 კაცს შეადგენს კვადრატულ კილომეტრზე. ირლანდიის ცენტრალურ და დასავლეთ სანაპიროზე მოსახლეობა შედარებით მეჩხერადაა განლაგებული. ირლანდია შეიძლება ჩაითვალოს მონოეთნიკურ ქვეყნად, სადაც მოსახლეობის 88,8%-ს ირლანდიელები შეადგენენ. ეთნიკური უმცირესობებიდან 2% გაერთიანებული სამეფოს, 3% ევროკავშირის მკვიდრია.(2006) [8] აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ირლანდია ყოველთვის იყო ემიგრაციის ქვეყანა, ცნობისთვის, მხოლოდ 1848-1950 წლებში ქვეყანა 6 მილიონმა ზრდასრულმა ადამიანმა დატოვა [9], თუმცა ბოლო წლებში გააქტიურდა საპირისპირო ტენდენცია, როდესაც ირლანდიაში ბრუნდებიან როგორც ადრე წასული ემიგრანტების შთამომავლები, ასევე ჩამოდიან სხვა ქვეყნების წარმომადგენლები (განსაკუთრებით, პოლონელები, ლიტველები, სხვ.)


დღესდღეობით, ქალაქში ცხოვრობს მოსახლეობის 68,8% (დაახლ. 2,9 მლნ. კაცი) მსხვილი ქალაქებია დუბლინი (529 ათ. კაცი); კორკი (119 ათ. კაცი), ლიმერიკი(52,5 ათ. კაცი).

მორწმუნე მოსახლეობის 93% კათოლიკეა, მნიშვნელოვანი რელიგიური საზოგადოებაა ირლანდიის ეკლესია (Church of Ireland),რომლის მრევლი მორწმუნეთა 7,3 %-ს შეადგენს. ასევე ცხოვრობენ სხვა პროტესტანტული მიმდინარეობების, ისლამის, მართლმადიდებლობის მიმდევრები.
ირლანდიური ენის სტატუსი


IrelandDublinოფიციალური ენებია ირლანდიური და ინგლისური. საუკუნეთა მანძილზე ირლანდიური, როგორც კოლონიზებული მოსახლეობის ენა, ინგლისელების მხრიდან დევნას განიცდიდა. ირლანდიურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ე.წ. ”კარტოფილის შიმშილობის” პერიოდში, ხოლო 1871 წლამდე ირლანდიური ენის სწავლება დაწყებით სკოლებშიც კი აკრძალული იყო. ამჟამად ირლანდიური ენა რესპუბლიკის, ხოლო 2007 წლის 1 იანვრიდან კი - ევროკავშირის ოფიციალურ ენას წარმოადგენს. ამჟამად მას ფლობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40%, თუმცა ყოველდღიურ სალაპარაკო ენად მხოლოდ ქვეყნის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ე.წ. ”Gaeltacht”-ებშია შემორჩენილი.


ეკონომიკა
ირლანდია ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (65 მლრდ $) მსოფლიოში 44-ე ადგილი უკავია.
·    ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 7, მრეწველობა 39, მომსახურება 54;
·    ე.ე.პ. (1 სულზე) - 17.790 $.
·    ექსპორტი - საქონლის ხორცი, რძის პროდუქტები, ვისკი, ქიმიკატები.
·    ბიუჯეტი - 30,700 მლნ $.
·    ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ირლანდიული ფუნტი.