Office: (+995 32 ) 953492 Mobile: (+995 99) 398239
Golden Bridge

Connecting People and Cultures

GEO ENG RUS
Golden Bridge London Palace of Westminster London Prague Prague View Sydney Skyline at dusk United Kingdom UK BuildUp Your Future United States of America Vancouver Canada Windsor Castle Upper Ward Quadrangle

Study in UK Cambridge ESOL Exam Preparation Centre English UK partner agency Find us on Facebook

ამერიკის შეერთებული შტატები

USA

WORKANDTRAVELUSAGOLDENBRIDGE

  მუშაობა და მოგზაურობა აშშ-ი

ITPUSAGOLDENBRIDGE

 

სტაჟირების პროგრამა აშშ-ი

ENGLISHCOURSESUSAGOLDENBRIDGE

ინგლისური ენის კურსები


ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) არის ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათი შტატს და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა.

 

ამერიკის რუქა

აშშ არის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ერი, აქ მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. აშშ-ს ეკონომიკის მაჩვენებლებით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.
 
დედაქალაქი :   ვაშინგტონი     
უდიდესი ქალაქი :   ნიუ-იორკი       
ოფიც. ენები:    ინგლისური       
მთავრობა:    ფედერალური საპრეზიდენტო რესპუბლიკა       
პრეზიდენტი:    ბარაკ ობამა       
ვიცე-პრეზიდენტი:    ჯოზეფ ბაიდენი       
           
           
ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით, სწორედ ბერინგის სრუტის მეშვეობით ხდება რუსეთის და აშშ-ს დაკავშირება. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვაში და წყნარ ოკეანეში.

CAPITOLUSAGOLDENBRIDGE
ქვეყნის ფართობი შეადგენს 9.83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, აქ ცხოვრობს 309 მილიონი კაცი. შეერთებული შტატები ფართობის და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ არის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ერი, აქ მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. აშშ-ს ეკონომიკის მაჩვენებლებით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.


ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკლიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან. ამ ომში გამარჯვება აშშ-მ მოიპოვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.


მე-19 საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან. შეერთებულმა შტატებმა მოახდინა ტეხასის რესპუბლიკის და ჰავაის ანექსირება. 1860 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, ამ ომში ერთმანეთს ჩრდილოეთის და სამხრეთის შტატები ეომებოდნენ, საბოლოოდ გამარჯვება ჩრდილოეთის შტატებმა მოიპოვა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელს ქვეყანაში მონობა გაუქმდა. ამის შემდგომ შეერთებული შტატები სწრაფი ტემპებით განვითარდა, ქვეყანა მონაწილეობდა როგორც პირველ ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.


WHITEHOUSEGOLDENBRIDGE
აშშ ფედერალური რესპუბლიკაა, რომლის სუბიექტებია 50 შტატი (State). გარდა ამისა, არსებობს 1 ფედერალური ოლქი (კოლუმბია) და 14 დამოკიდებული ტერიტორია (პუერტო-რიკო და სხვ.). ფედერაციის სუბიექტები გეოგრაფიულად 9 რეგიონს ქმნიან. ესენია:
·    ახალი ინგლისის რეგიონი (N.E) :
მენი – ნიუ-ჰემპშირი – ვერმონტი – მასაჩუსეტსი – როდ-აილენდი – კონექტიკუტი
·    შუა ატლანტიკური რეგიონი (M.A.) :
ნიუ-იორკი – ნიუ-ჯერსი – პენსილვანია
·    ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.N.C.) :
ოჰაიო – ინდიანა – ილინოისი – მიჩიგანი – უისკონსინი
·    ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.N.C.) :
მინესოტა – აიოვა – მისური – ჩრდილოეთი დაკოტა – სამხრეთი დაკოტა – ნებრასკა – კანზასი
·    სამხრეთ ატლანტიკური რეგიონი (S.A.) :
დელავერი – მერილენდი – კოლუმბიის ოლქი – ვირჯინია – დასავლეთი ვირჯინია – ჩრდილოეთი კაროლინა – სამხრეთი კაროლინა – ჯორჯია – ფლორიდა
·    სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.S.C.) :
კენტუკი – ტენესი – ალაბამა – მისისიპი
·    სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.S.C.) :
არკანზასი – ლუიზიანა – ოკლაჰომა – ტეხასი
·    მთიანი რეგიონი (Mt) :
მონტანა – აიდაჰო – ვაიომინგი – კოლორადო – ნიუ-მექსიკო – არიზონა – იუტა – ნევადა
·    წყნარი ოკეანის რეგიონი (Pac) :
ვაშინგტონი – კალიფორნია – ორეგონი – ალასკა – ჰავაი

აშ-ის მფლობელობაშია აგრეთვე 15 სხვადასხვა სტატუსის ტერიტორია:


1.    აშშ-ის ვირჯინის კუნძულები
2.    ამერიკის სამოა
3.    ბეიკერი
4.    გუამი
5.    კინგმანრიფი
6.    მიდუეი
7.    ნავასა
8.    პალმირა
9.    პუერტო რიკო
10.    უეიკი
11.    ჩრდილოეთ მარიანის კუნძულები
12.    ჯერვისი
13.    ჯონსტონი
14.    ჰოულენდი

აშშ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრების წესს. ამერიკამ შვა ტელეფონი, ელექტრობა, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, ატომური ბომბი, ასევე მასობრივი ავტოინდუსტრია, სწაფი კვების რესტორნები, საკრედიტო ბარათები, ჯინსები და სხვა. ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის კინო, ჯაზი, ბლიუზი, როკი და რეპი თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურებზე.


·    ბუნებრივი ძეგლები: იელოუსტონის პარკი, დიდი კანიონის ეროვნული პარკი, იოსემაიტის ეროვნული პარკი;
·    ღირშესანიშნაობები: დამოუკიდებლობის დარბაზი ფილადელფიაში, თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში;
·    ხალხური შემოქმედება: ჩრდილო-ამერიკული ეპოსი - სიმღერა ჰაიავატზე (1855).