Office: (+995 32 ) 953492 Mobile: (+995 99) 398239
Golden Bridge

Connecting People and Cultures

GEO ENG RUS
Golden Bridge London Palace of Westminster London Prague Prague View Sydney Skyline at dusk United Kingdom UK BuildUp Your Future United States of America Vancouver Canada Windsor Castle Upper Ward Quadrangle

Study in UK Cambridge ESOL Exam Preparation Centre English UK partner agency Find us on Facebook

მუშაობა და მოგზაურობა ამერიკის შეერთებულ შტატებში

Work and Travel USAპროგრამა WORK AND TRAVEL USA 2025 

თუ ხარ სტუდენტი და გინდა ამერიკაში დაუვიწყარი ზაფხულის გატარება, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა!

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა:

** იყოთ 18-26 წლის;
** გქონდეთ აქტიური სტუდენტის სტატუსი (Bachelor or a Master);
** იცოდეთ სალაპარაკო ინგლისური მინიმუმ B1 დონეზე;
** გქონდეთ 2025 წლის ზაფხულის ამერიკაში გატარების სურვილი!
 

Work and Travel USA - ეს არის

** საინტერესო და დაუვიწყარი ცხოვრება ამერიკაში 4 თვემდე
** ანაზღაურება ამერიკული სტანდარტებით
** ინგლისური ენის საუკეთესო პრაქტიკა
** ახალი მეგობრები და ინტერნაციონალური საღამოები
** მოგზაურობა და საოცარი შთაბეჭდილებები.

პროგრამის სრული ღირებულება:$2190  (ამერიკული ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული  სამუშაო კონტრაქტი და სამედიცინო დაზღვევა, ასევე ამერკული ორგანიზაციის მხარდაჭერა მთელი პროგრამის მანძილზე).

დამატებითი ხარჯები: საკონსულოს მოსაკრებელი: $185. საემიგრაციო სამსახურის მოსაკრებელი SEVIS: $45.

GOLDEN  BRIDGE-ის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პროგრამა Work and Travel USAეს პროგრამა შეიქმნა ამერიკის მთავრობის მიერ, იმისათვის რომ სხვა ქვეყნის სტუდენტებს  საშუალება ჰქონოდათ  გაცნობოდნენ ამერიკას არა მხოლოდ როგორც ტურისტები, არამედ თან ემუშავათ ამ ქვეყანაში. საქართველოდან უკვე ასეულობით სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით, რამაც საგრძნობლად შეცვალა მათი ცხოვრება, ისინი გახდნენ უფრო მიზანდასახულნი და დამოუკიდებელნი. მათ მიიღეს ფასდაუდებელი ცხოვრებისეული გამოცდილება.

რატომ არის ასე პოპულარული პროგრამა Work & Travel USA ?

1. პროგრამა მოქმედებს საზაფხულო არდადეგების დროს და სტუდენტს არ უწევს არჩევანის გაკეთება სწავლასა და მუშაობას შორის.
2.
პროგრამა ანაზღაურებადია- პროგრამაში მონაწილეობისათვის დახარჯული თანხები ანაზღაურდება შემოსავლებით, რომელსაც ღებულობენ სტუდენტები ამერიკულ კომპანიებში მუშაობის შედეგად. უფრო მეტიც- სტუდენტების უმრავლესობა ზაფხულის განმავლობაში გამოიმუშავებს ბევრად უფრო მეტ თანხას ვიდრე დახარჯა პროგრამაში მონაწილეობაზე.

ამგვარად, პროგრამა Work & Travel USA -ეს შესანიშნავი შანსია აშშ-ში წასვლის, კარგი ანაზღაურების მიღების და რათქმაუნდა ინგლისური ენის პრაქნიკის გავლისა. ამის გარდა სტუდენტი ღებულობს უცხოურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებას ეს კი კიდევ ერთი დამატებითი სტრიქონია მის რეზიუმეში - CV.

ასეთი გამოცდილება სტუდენტებს საშუალებას აძლევს მომავალში ადვილად იპოვონ სამსახური, რადგან ადამიანს უცხოურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილებით დღესდღეობით სიამოვნებით მიიღებენ პრესტიჟულ სამუშაოზე. მაგრამ მთავარი მაინც-ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომელსაც ღებულობენ პროგრამის მონაწილენი.  ბევრისათვის აშშ-ში გატარებული ზაფხული  ყველაზე საუკეთესო და დაუვიწყარ მოგონებდ რჩება მათ ცხოვრებაში.

Work & Travel USA ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა სტუდენტურ პროგრამებს შორის. ის საშუალებას იძლევა 3  თვით გადაფრინდეთ ოკეანის მეორე მხარეს და იცხოვროთ დამოუკიდებელი ცხოვრებით, იმუშაოთ ლეგალურად მომსახურების სფეროებში: რესტორნებში, სასტუმროებში, გართობის პარკებში, მაღაზიებში. შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, რამდენი დრო დაუთმოთ დასვენებას და გართობას. მინიმალური ხელფასი  შეადგენს 8.50-14.00 დოლარს საათში

აშშ

ამერიკამდე სულ - 6 ნაბიჯია !!!

ნაბიჯი 1. პროგრამის თაობაზე ინფორმაციის მიღება და გასაუბრება.

ოქტომბრიდან დაწყებული  უნდა მობრძანდეთ ცენტრ  GOLDEN BRIDGE-ში, მიიღოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია. ცენტრი GOLDEN BRIDGE - მუშაობს ყოველდღე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11.30 - 17.00 სთ.მდეწინასწარ ჩაეწერეთ გასაუბრებაზე (ტელ:  +995 32 2969421 ან +995 598 240886). გასაუბრებაზე გამოცხადდით ზუსტად დანიშნულ დროს.

 

ნაბიჯი 2. პროგრამაში რეგისტრაცია და ინგლისურ ენაში ტესტირების გავლა.

ინგლისურ ენას უნდა ფლობდეთ მინიმუმ სასაუბრო დონეზე, მაგრამ სასურველია INTERMEDIATE ან უფრო მაღალი დონე.

ინგლისური ენის ცოდნაზე ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აუცილებელია ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას, რომელიც იდება GOLDEN BRIDGE-, სტუდენტს  და თავდებს /მონაწილის მშობელი/  შორის და სამი სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოთ პირველი სარეგისტრაციო შესატანი, რომელიც შედის პროგრამის ღირებულებაში.

ნაბიჯი 3. სამუშაოს არჩევა

GOLDEN BRIDGE-ის პარტნიორი ამერიკული ორგანიზაცია გთავაზობთ  სამუშაო პოზიციებს სხვადასხვა სფეროში და შტატებში. შესაძლებლობა გაქვთ თავად აირჩიოთ სასურველი სამუშაო და შტატი. სამუშაოს არჩევის შემდგომ ჩამოდის სამუშაო კონტრაქტი სადაც აღწერილია სამუშაოს დასახელება, სამუშაო საათების რაოდენობა, ინფორმაცია ანაზღაურების შესახებ ,ასევე ინფორმაცია საცხოვრებელი ბინის და კვების შესახებ, ანუ სტუდენტს  წინასწარ აქვს სრული ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ. 

სამუშაო კონტარქტის /JOB OFFER/-ის გაცნობის  და ხელმოწერის შემდეგ სტუდენტი იხდის პროგრამის ღირებულების მეორე ნაწილს.

ნაბიჯი 4. ამერიკული მხარის მიერ სტუდენტის პროგრამაში მონაწილეობაზე დასტურის მიცემა .

ეს იმას ნიშნავს რომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ თქვენს სახელზე გამოწერილი იქნება ფორმა DS-2019, რომელიც წარმოადგენს ძირითად საბუთს ამერიკული  J1  ვიზის მისაღებად.

ნაბიჯი 5. ამერიკული ვიზის მიღებისათვის აპლიკაციის შევსება.

მუშაობაზე უფლების მიღების შემდეგ GOLDEN BRIDGE-ი  შეგივსებთ აპლიკაციის ფორმას. სტუდენტების  დოკუმენტაცია გადაეცემა განხილვისათვის აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილებას. საელჩო ლოიალურად ეკიდება პროგრამა Work & Travel USA მონაწილეებს და პრაქტიკულად არ ეუბნება უარს ვიზის მიღებაზე. მიუხედავად ამისა ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ გარანტია ვიზის მიღებაზე, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს აშშ-ის საელჩოს კონსული.

ნაბიჯი 6. საბუთების მიღება და გამგზავრება

აშშ-ის საკონსულო განყოფილებიდან ვიზის გაცემაზე  დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში GOLDEN BRIDGE-ში  უნდა მიიღოთ  საბუთების მთელი პაკეტი.

გამგზავრების მომენტისათვის სტუდენტებს  უნდა ჰქონდეთ:

1. საზღვარგარეთის პასპორტი ვიზის დამადასტურებელი ბეჭდით.

2. თვითმფრინავის ბილეთი (ორივე მხარეს)

3. მუშაობის  უფლება  (ფორმა DS-2019)

4. JOB OFFER /სამუშაოს მიმცემთან ხელმოწერილი კონტრაქტი/

5. მონაწილის Handbook

6. სამედიცინო დაზღვევა

7. აშშ-ში მიმღები მხარის კოორდინატები და აგრეთვე პირველი დროისათვის თანხის საკმარისი რაოდენობა U$800.

აშშ-ში ჩასვლისას სტუდენტები გაივლიან ამერიკული სპონსორი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ საორიენტაციო სესიას , იმისათვის რომ შემდგომში ზუსტად შეასრულონ  ყველა რეკომენდაციები და ინსტრუქციები.

თუკი თქვენ  შეძელით  შვიდივე ნაბიჯის გავლა,  ჩვენ გილოცავთ   წარმატებას!

მიზანი მიღწეულია - თქვენ  მიემგზავრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში , ქვეყანაში სადაც იმუშავებთ და იმოგზაურებთ პროგრამის პირობების შესაბამისად.

ამერიკა

რა შედის პროგრამა Work & Travel USA- ის ღირებულებაში:

** დაწვრილებითი ინსტრუქტაჟი დოკუმენტაციის შევსებისას

** ამერიკელი სამუშაოს მიმცემის მოძიება და JOB OFFER  წარმოდგენა

** სტუდენტებისთვის აშშ-ის საკონსულოში გასაუბრებაზე გასვლამდე საორიენტაციო სესიის ჩატარება.

**  სტუდენტებისთვის  აშშ-ში გამგზავრებამდე საორიენტაციო სესიის ჩატარება.

** GOLDEN BRIDGE-ის საინფორმაციო მასალების გამოყენება.

** საორიენტაციო სემინარი აშშ-ში ჩასვლისას

** სამედიცინო დაზღვევა აშშ-ში ყოფნისას -მთელი პროგრამის განმავლობაში

** სტუდენტებისთვის სადღეღამისო სატელეფონო მხარდაჭერა  აშშ-ში ყოფნისას.

რა არ შედის პროგრამაWork & Travel USA”-ის ღირებულებაში 

** აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაკრებელი U$45

** თვითმფრინავის ბილეთი (ორივე მხარეს)

** აშშ-ის საელჩოს საკონსულო მოსაკრებელი U$185

** "ჯიბის" თანხა პირველი დროისათვის (U$800)

(ჯიბის თანხა თქვენ  დაგჭირდებათ  მხოლოდ პირველი ხელფასის მიღებამდე)

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი საბუთები: 

** ფოტოსურათი 5X5 სმ ,  1 ცალი + CD-ზე ჩაწერილი.

** საზღვარგარეთის პასპორტი და პირადობის მოწმობა

** სტუდენტობის დამადასტურებელი ფორმა დეკანატის ბეჭდით დამოწმებული (ინგლისურ ენაზე ან თარგმანი)

** დაბეჭდილი რეზიუმე (CV in English)