Office: (+995 32 ) 953492 Mobile: (+995 99) 398239
Golden Bridge

Connecting People and Cultures

GEO ENG RUS
Golden Bridge London Palace of Westminster London Prague Prague View Sydney Skyline at dusk United Kingdom UK BuildUp Your Future United States of America Vancouver Canada Windsor Castle Upper Ward Quadrangle

Study in UK Cambridge ESOL Exam Preparation Centre English UK partner agency Find us on Facebook

სასწავლო და სტაჟირების პროგრამები დიდ ბრიტანეთში

UK

EnglishCoursesUK

 

BusinessUK

ოფიციალური: ქართულად — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ინგლისურად - UK; United Kingdom; United Kingdom of Great Britain and Northern Ireland.

·    ეტიმოლოგია — დიდი ბრიტანეთი (Great Britain) კუნძულებს ჰქვია. სახელი ბრიტების ტომისაგან მომდინარეობს. ეთნონიმის მნიშვნელობაა „დახატული“, რაც კუნძულების უძველეს მცხოვრებთა სხეულის მოხატვის (ტატუირების) ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს. ასევე შესაძლებელია სახელი აიხსნას კელტური ქალღმერთის — ბრიგიდის სახელის მიხედვით.
·    ქვეყნის კოდი — GB.

გაერთიანებული სამეფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდია. XX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანია. ევროკავშირის მასშტაბით სამეფო ენერგეტიკული რესირსებით უმდიდრესი ქვეყანაა. გამოირჩევა წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელი, კლიმატი ძირითადად ყალიბდება ატლანტის ოკეანის გავლენით. დასავლეთი რაიონები ტენიანობით გამოირჩევა. უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. მოქმედებს 15 ეროვნული პარკი. ბენ-ნევისი 1343 მ. სიმაღლით სამეფოს უმაღლესი მწვერვალია.
გაერთიანებული სამეფოს ფართობი დაახლ. 245,000 კვ. კმ-ია. იგი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვაშ შორის და გამოყოფილია საფრანგეთისაგან ლა-მანშის სრუტით.
·    ფართობი — 244.013 კვ.კმ. საზღვრები: მთლიანი — 8.257 კმ; ინგლისი და უელსი — 3.880 კმ; შოტლანდია — 4.023 კმ; ჩრდილოეთი ირლანდია — 354 კმ. გეოგრაფიული რაიონები — შოტლანდიისა და ანტრიმის მაღლობები, ტბათა რაიონი, ლეინის და გოუერის ნახევარკუნძულები.
·    ბუნება: მთათა სისტემები — ბრეკონ-ბიკონსი, კამბრიის მთები, გრამპიანი, პენინები. უმაღლესი მწვერვალი — ბენ-ნევისი 1.343 მ; მთ. მდინარეები (კმ) — ბანი, დიი, ერნი, სევერნი, თემზა 338; უდ. ტბა (კვ.კმ) — ლოხ-ნესი 396; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) — დიდი ბრიტანეთი 229.885, ირლანდია 14.120 (სულ 84.420), ჰებრიდის კუნძულები 7.283, შეტლანდის კუნძულები 1.433, ორკნის კუნძულები 976; კლიმატი — ოკეანური, ზომიერი.
·    ბუნებრივი რესურსები — ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, კალა, კირქვა, რკინის მადანი, მარილი, თიხა, ცარცი, თაბაშირი, ტყვია, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ვესტმინსტერის სასახლე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის შენობა

·    სამფლობელოები. დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე მცირე სამფლობელო: ანგილია; ბერმუდის კუნძულები; ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები; კაიმანის კუნძულები; ფოლკლენდის კუნძულები; გიბრალტარი; მონსერატი; პიტკერნის კუნძულები; წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია; სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები; ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია; ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები.
დემოგრაფია [რედაქტირება]
 მთავარი სტატია : გაერთიანებლი სამეფოს დემოგრაფია.
61,1 მილიონიანი მოსახლეობით (2009 წლის აღწერით), სამეფო მესამე ქვეყანაა ევროკავშირში. ძირითადი მკვიდრნი არიან ინგლისელები (81,5%), შოტლანდიელები (9,6%), ირლანდიელები (2,4%), უელსელები (1,9%) და ჩრდილოეთ ირლანდიელები (1,8%). აქ ცხოვრობს ასევე 4 მლნ-ზე მეტი უცხოელი, რომლებიც ძირითადად ჩამოვიდნენ თანამეგობრობის ქვეყნებიდან. გაერთიანებული სამეფო ურბანიზაციის სამაგალითო ქვეყანაა. მოსახლეობის 91% ცხოვრობს ქალაქში. მრავალფეროვანია მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა.
·    ენები — ინგლისური, უელსური (უელსის მოსახლეობის 25%), შოტლანდიური (დაახ. 60,000 შოტლანდიაში).
·    რელიგია — ანგლიკანიზმი, კათოლიციზმი, პრესვიტერიანიზმი.
·    ქალაქები (ათ.) — ლონდონი (7.418, აგლომ. — 11.219), გლაზგო (1.099, აგლომ. — 1.361), ბირმინგემი (972, აგლომ. — 3.193), მანჩესტერი (390), ლივერპული (462), ედინბურგი (460, აგლომ. — 664), შეფილდი (418, აგლომ. — 1.102), ლიდსი (417, აგლომ. — 1.493), ბრისტოლი (406, აგლომ. — 614).